A1 ბანერი

ბურჯანაძე: ჯერ ამ პარლამენტარებს რომ შეხედავთ და მერე ჩემს პარტიას, რანაირად კითხულობთ ვინ აირჩიოთ?!

ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ხანდახან გამაღიზიანებელია ხოლმე, როდესაც გაიგონებ, რომ ვინ შეიძლება აირჩიო. არიან ადამიანები, რომლებიც ამას კითხულობენ. ძალიან დიდი ბოდიში ბატონებო, მაგრამ თქვენ ვისაც ხედავთ პარლამენტში, იმათ რომ შეხედავთ და მერე ბურჯანაძის პარტიას, ასე ვთქვათ ვინც ჩემს გვერდით არიან, რანაირად გიჩნდებათ კითხვის ნიშანი ვინ უნდა აირჩიოთ პარლამენტში?! მდინარაძე უნდა იყოს პარლამენტში და გიგლა ბარამიძე არ უნდა იყოს?! აღარ მინდა გვარების გაგრძელება. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის ჩემი პოლიტიკური თანამებრძოლების სახელები და გვარები. რომლებიც არიან გამოცდილები, კომპეტენტურები და რომლებსაც სიტყვა ეთქმით ნამდვილად”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...