ბურჯანაძე Human Rights Watch-ის ანგარიშზე: ძალიან სერიოზული სიგნალია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ შეფასებას აკეთებს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ანგარიში ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალია.

“ხელისუფლებისათვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, როდესაც ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არ არსებობს დამოუკიდებელი პროკურატურა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ცნობისთვის, Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოში სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა კვლავ პრობლემაა

ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების მიერ მედიაში ჩარევის გამო დავა შემაშფოთებელია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად