ბურჯანაძე: გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინისთვის მეგობრული საქართველო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაქუცმაცებული

“რუსეთს საქართველოში სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც მისადმი მტრულად განწყობილი არ იქნება, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად რუსეთის კაცია ივანიშვილი”, – ამის შესახებ “ერთიანის საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

კითხვაზე, კომფორტულია თუ არა რუსეთისთვის ივანიშვილის ტიპის ლიდერი? – პასუხობს, რომ ნაწილობრივ კი.

“რუსეთის იმ ნაწილისთვის, რომელსაც სურს საქართველოში არსებული სტატუს-კვო. სამწუხაროდ ასეთი ნაწილი რუსეთში მცირე არ არის. ანუ, რომელსაც აწყობს ის, რომ საქართველოში დღეს არის რუსული ჯარები”, – ამბობს ბურჯანაძე.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ანუ პუტინისთვის? – პასუხობს:

“მე ვფიქრობ, რომ რუსეთის უმაღლეს ხელისუფალს განსხვავებული ხედვა აქვს და მაქვს ამის საფუძველი ვიფიქრო. გრძელვადიან სტრატეგიულ პერსპექტივაში მას ესმის, რომ მეგობრულად განწყობილი საქართველო რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაქუცმაცებული და მტრულად განწყობილი, მაგრამ ასე არ არის იგივე სამხედრო წრეებში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად