ბურჯანაძე: დღეს ხარ ხელისუფლების მხარეს, ან სიმართლის მხარეს, ნეიტრალური პოზიცია უღირსი პოზიციაა!

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი და ნეიტრალური მხარე არ არსებობს. მან ამის შესახებ “ტვ პირველთან” განაცხადა.

“ახლა საზოგადოება არის ძალიან კონსოლიდირებული, არის ის ნაწილიც, რომელიც იმ პროცესებს რომლებშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, მხარს უჭერს და არის ნაწილი, რომელიც არის სამწუხაროდ პოლარიზებული.

ან ხარ იმ ხელისუფლების მომხრე, რომელმაც გავრილოვი ჩასვა საქართველოს სპიკერის სავარძელში, საიდანაც გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ან ხარ მეორე მხარე სადაც არის სიმართლე. აქ ახლა ნეიტეალური პოზიცია არის უღირსი პოზიცია.

რადგან თუ შენ იმდენად არ მოგწონს ოპოზიცია რომ შეგიძლია მოითბინო ის რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში, მაშინ გეყოს გამბედაობა რომ თქვა, იმდენად არ მოგწონვართ ყველანი ჩვენ, ან რომელიმე ჩვენგანი, რომ ის გირჩევნია. მაგრამ აღიარე ეს. მიკიბვ-მოკიბვა არ ვამოვა”, -განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...