ბურჯანაძე: ამ წლებში სააკაშვილი ნებსით თუ უნებლიედ ივანიშვილისათვის სასარგებლო თამაშს თამაშობდა

ამ წლებში სააკაშვილი ნებსით თუ უნებლიედ ივანიშვილისათვის სასარგებლო თამაშს თამაშობდა, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

“მთელი ამ წლების განმავლობაში სააკაშვილი ნებსით თუ უნებლიედ ბიძინა ივანიშვილისათვის სასარგებლო თამაშს თამაშობდა. ბიძინა ივანიშვილი ამას ძალიან ოსტატურად იყენებდა. იმიტომაც გადაარჩინა “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილმა ამ წლების განმავლობაში და კოჰაბიტაცია სათავისოდ გამოიყენა, რომ ყველა არჩევნების წინ ყოფილიყო ადამიანების დაშინება, არ მოგვწონს ივანიშვილი, მაგრამ რა ვქნათ, სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას” გვირჩევნია.

არ ვიცი რამდენად ხვდებოდა ამას სააკაშვილი, მაგრამ მისი მუდმივი ჩართვები თუნდაც, საპრეზიდენტო არჩევნებზე ნამდვილად ივანიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად