ბურჯანაძე: 2020-ში ივანიშვილს უმრავლესობა აღარ ექნება, თუ ფულით ამას დააპირებს რევოლუციას მიიღებს!

ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“მარტო ფული პოლიტიკაში არაფერს არ წყვეტს. ფული მნიშვნელოვანია, ფულს შეუძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს, მაგრამ საბოლოო გადამწყვეტი ფაქტორი ფული ვერ იქნება თუ სხვა პოლიტიკური კრიტერიუმები და კატეგორიები არ შეუწყვილეს. ასე, რომ 2020 წლისთვის მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური რესურსი და ხალხის მისადმი პატივისცემა იმდენად იქნება ამოწურული, რომ მას თავისი ფული შეიძლება შეეშველოს იმაში, რომ რაღაცა ფორმით პოლიტიკაში დარჩეს, მაგრამ მას უმრავლესობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ნამდვილად ვერ ექნება პარლამენტში. ამას თუ დააპირებს მიიღებს რევოლუციას და იმის შანსსაც დაკარგავს, რომ პოლიტიკაში დარჩეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...