Burger King-მა ევროპის 20-ზე მეტ ბაზარზე ვეგეტარიანული ბურგერის გაყიდვა დაიწყო

ამერიკული რესტორნების სწრაფი კვების ქსელმა Burger King-მა ევროპის 20-ზე მეტ ბაზარზე ვეგეტარიანული ხორცისგან დამზადებული ბურგერის გაყიდვა დაიწყო. ბურგერს ერქმევა Rebel Whopper-ი.

ახალი ბურგერის შემცვლელი მცენარეული ხორცია, რომლის მიმწოდებელი ჰოლანდიური კომპანია The Vegetarian Butcher-ია. ის ევროპაში 2,4 ათასზე მეტ რესტორანშია წარმოდგენილი.

შეერთებულ შტატებში Burger King-ი კომპანია Impossible Foods-თან თანამშრომლობს, თუმცა ბურგერი, რომელიც ამერიკელ მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ევროკავშირის ტერიტორიაზე გასაყიდად არ დაუშვეს, რადგან ის გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს შეიცავს. ევროკავშირში მოქმედი წესების თანახმად, ასეთი პროდუქტები უნდა შეამოწმონ.

The Vegetarian Butcher-ი 2007 წელს დაარსდა. განსხვავებით Impossible- ისგან, რომელიც სპეციალიზირებულია ბურგერებისთვის განკუთვნილ ვეგეტარიანულ ხორცზე, ჰოლანდიური კომპანია ასევე ვეგეტარიანულ ქათმის ხორცს, ვეგეტარიანულ ძეხვსა და უამრავ სხვა პროდუქტს აწარმოებს. 2018 წლის ბოლოს კომპანია Unilever– მა შეიძინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად