Burger King-ი სუნამოს “მგზნებარე გრილის” არომატით გამოუშვებს

ბურგერ კინგი იაპონიაში მამაკაცებისთვის სუნამოს "მგზნებარე გრილის" არომატით გამოუშვებს.

სუნამო რესტორნის საფირმო ბურგერთან ერთად გაიყიდება და კომპლექტის ფასი 5 ათასი იენი(დაახლოებით 41 დოლარი) იქნება. ასევე აღინიშნება, რომ ერთ ადამიანზე, ერთზე მეტი ფლაკონი არ გაიცემა.

სუნამოს კამპანიის სლოგანია: "არ არის ვოპერი, არ არის სიცოცხლე". შეზღუდული კომპლექტი, სუნამოსა და ბურგერი, იაპონიის ყველა ქსელში, 1 აპრილიდან გაიყიდება.

2008 წელს, ბურგერ კინგს უკვე გამოშვებული აქვს მამაკაცის სუნამო, "ცეცხლი".

2014 წელს იაპონურმა ბურგერ კინგმა გაოუშვა ორი ახალი ტიპის შავი ბურგერი. საჭმელი, ისევე როგორც სუნამო, წამებში გაიყიდა. ბურგერის შემადგენლობაში შავი პური და შავი მდნარი ყველი შედიოდა. ინგრედიენტების შესაღებად იაპონელებმა კალმარის მელანი და ბამბუკის ნახშირი გამოიყენეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...