ბუქარესტში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მათ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მმართველი პარტია სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ გამართეს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

შაბათს, 10 აგვისტოს, პოლიციის მიერ მომიტინგეების სასტიკი დარბევის წლისთავი იყო. 2018 წელს გამართულ მიტინგზე ადგილობრივები მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას კორუფციაში ეჭვმიტანილი თანამდებობის პირებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა.

”20 ათასზე მეტი ადამიანი, როგორც დიასპორიდან, ასევე რუმინეთიდან, მთავრობის შენობასთან ახლოს შეიკრიბა. ისინი  რუმინეთისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას მოითხოვდნენ, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი შეფასებით, მთავრობის პოლიტიკა არაეფექტიანია, რადგან ხელისუფლება სასამართლო სისტემის შესუსტებას ცდილობს.

2018 წლის 10 აგვისტოს, რუმინეთის ქალაქებში ანტისამთავრობო აქციები ჩატარდა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას სისხლის სამართლის კანონში ცვლილებების შეტანასა და კორუფციაში ეჭვმიტანილ თანამდებობის პირთა მიმართ სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა. სამართალდამცავებმა ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი არაერთხელ გამოიყენეს. აქციის მონაწილეების დარბევის შედეგად, 400-ზე მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად