ბუფონმა შვილები “პსჟ”-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

40 წლის ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, სავარაუდოდ, ფრანგულ "პსჟ"-ში რომ გადავა, ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები რამდენიმე დღეა აქტიურად წერენ, თუმცა, როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, იტალიელი მეკარის შვილები ფრანგული გუნდის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში დარეგისტრირდნენ და მომავალი წლიდან სწორედ პარიზულ კლუბში ითამაშებენ.

ლეგენდარული მეკარე ტურინის "იუვენტუსს" 17-წლიანი ისტორიის შემდეგ, შაბათს, "ვერონასთან" შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა.

ჯიჯის შეთავაზება ინგლისური "ლივერპულის" თავკაცმაც, იურგენ კლოპმაც გაუკეთა, თუმცა, უკვე აშკარაა, რომ იტალიელი კარიერას სწორედ საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად