ბუნდესლიგის მე-8 ტურში „ბაიერნმა” და „რასენბალშპორტმა” გაიმარჯვეს, „ბორუსია” „კიოლნთან” სახლში დამარცხდა

გერმანიაში ბუნდესლიგის მე-9 ტურის 6 შეხვედრა დასრულდა

ვოლფსბურგში ადგილობრივმა „ვოლფსბუგმა” უხვგოლიან შეხვედრაში ბრემენის „ვერდერი” დაამარცხა 5:3(3:2)

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა მიუნხენის „ბაიერნმა” შტუტგარტში მასპინძელთა ფრანგი ნახევარმცველისგან, ტანგი კულიბალისგან მე-20 წუთზე გაშვებულ გოლს 38-ე წუთზე ფრანგი ნახევარმცველის კინგსლი კომანის და 45+2 წუთზე პოლონელი რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლებით უპასუხა, შეხვედრის 88-ე წუთზე კი ბრაზილიელმა დუგლას კოშტამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

მოულოდნელი მარცხი იწვნია საკუთარ მინდორზე „ბაიერნის” უახლოესმა მდევარმა დორტმუნდის „ბორუსიამ” კიოლნის „კიოლნთან” შეხვედრაში. სტუმართა ტუნისელი ნახევამცველის, ელიეს სხირის მიერ მე-9 და 61-ე წუთებზე გატანილ ორ ბურთს დორტმუნდელებმა 74-ე წუთზე ბელგიელი ნახევამცველის თორგან აზარის მიერ გატანილი გოლით უპასუხეს და დამარცხდნენ 1:2.

ლიდერთა ჯგუფში მყოფმა ლაიფციგის „რასელბალშპორტმა” საკუთარ მინდორზე ბილეფილდის „არმინიას” სძლია – 2:1(1:0).

„აუგსბურგი” – „ფრაიბურგი” 1:1(0:0)
„უნიონ ბერლინი” – „აინტრახტი” 3:3(2:2)

კიდევ ერთი შეხვედრა „ბორუსია” მენხენგლადბახსა და „შალკეს” შორის დღის ბოლოს გაიმართება

ხვალ ითამაშებენ:

„ბაიერი” – „ჰერტა”
„მაინცი” – „ჰოფენჰაიმი”

სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ:

„ბაიერნი” – 9 თამაშიდან 22 ქულა
„რასელბალშპორტი” – 9 თამაშიდან 20 ქულა
„ბორუსია” – 9 თამაშიდან 18 ქულა
„ბაიერი” – 8 თამაშიდან 18 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად