ბუნდესლიგის მე-8 ტურში „ბაიერმა” გასვლაზე საკუთარ კარში გაიტანა გოლი, თუმცა მაინც გაიმარჯვა

გერმანიაში ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა

მიუნხენის „ბაიერნის” და ბრემენის „ვერდერის” შეხვედრაში მაქსიმილიან ეგეშტაინის მიერ პირველი ტაიმის დამატებულ დროში გატანილ გოლი 62- წუთზე ფრანგმა კინგსლი კომანმა გაქვითა.

ბერლინში „ჰერტამ” პირველი ტაიმი მათეუს კუნიას მიერ 33-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, მეორე ტაიმში კი ვერაფერი გააწყო „ბორუსიას” ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინ ჰოლანის წინაშე და დამარცხდა 2:5. გოლები 47-ე, 49-ე, 62-ე და 79-ე წუთებზე ჰოლანმა, 70-ე წუთზე კი პორტუგალიელმა რაფაელ გუერეირომ გაიტანა. მასპინძელთაგან ჰოლანის მიერ მე-4 გოლის გატანამდე ოდნავ ადრე მათეუს კუნიამ პენალტიდან გაიტანა გოლი

ლევერკუზენის „ბაიერი” ბილეფილდში „არმინიას” სტუმრობდა. პირველი ტაიმის 27-ე წუთზე ლევერკუზენელები იამაიკელი ლეონ ბეილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის მე-2 წუთზე „ბაიერის” მეკარე ლუკაშ ჰრადეცკიმ მცველის მიერ მიწოდებული ბურთის მოედნის ცენტრისკენ სწრაფად დაბრუნება მოინდომა, მთელი ძალით, მაგრამ ოდნავ არაზუსტად მოუქნია ბურთს ფეხი და აჭრილი ბურთი „ბაიერის’ კარში შეგორდა.

„ბაიერმა” შეხვედრა 88-ე წუთზე ავსტრიელი მცველის, ალექსანდრ დრაგოვიჩის მიერ გატანილი გოლით მოიგო

მე-8 ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

„ბორუსია” მენხენგლადბახი – „აუგსბურგი” 1:1(1:0)
„ჰოფენჰაიმი” – „შტუტგარტი” 3:3(1:2)
„შალკე” – „ვოლფსბურგი” 0:2(0:2)
„აინტრახტი” – „რასენბალშპორტი” 1:1(1:0)
„ფრაიბურგი” – „მაინცი” 1:3(0:3)
„კიოლნი” – „უნიონ ბერლინი” ?

8 ტურის შემდეგ დაწინაურდნენ:

„ბაიერნი” – 19
„ბორუსია” – 18
„ბაიერი” – 18
„რასენბალშპორტი” – 17

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად