ბუნდესლიგაში მე-14 ტურის 9-დან 7 შეხვედრა დასრულდა
წინა ტურში საკუთარ მინდორზე განცდილი მარცხის შემდეგ ამჯერად გასვლაზე წააგო ლევერკუზენის „ბაიერმა”. ლევერკუზენელები ნადიმ ამირის მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ფრანკფურტელებმა 26 წუთზე ამინ იუნესის მიერ გატანილი გოლით გაათანაბრეს ანგარიში, 54-ე წუთზე კი ისინი სტუმართა ბურკინა ფასოელი მცველის ედმონდ ტაპსობას ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდნენ და ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს.
მესამე ადგილზე მყოფმა „რასენბალშპორტმა” შტუგარტში მასპინძლების წინააღმდეგობა პირველი ტაიმის 23-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის, გრეგორ კობელის მიერ ლაიფციგელთა შვედი ნახევარმცველის, ემილ ფორსბერგის მიერ მოგერიებული პენალტის მიუხედავად დასძლია.
გამარჯვების მომტანი გოლი ესპანელმა ნახევარმცველმა დანიელ ოლმომ 63-ე წუთზე გაიტანა.
„კიოლნი” – „აუგსბურგი” 0:1(0:1)
„არმინია” – „ბორუსია” მენხენგლადბახი 0:1(0:0)
„აინტრახტი” ფრანკფურტი – „ბაიერი” 2:1(1:1)
„ჰოფენჰაიმი” – „ფრაიბურგი” 1:3(0:3)
„ვერდერი” – „უნიონ ბერლინი” 0:2(0:2)
„ჰერტა” – „შალკე” 3:0(1:0)
„შტუტგარტი” – „რასენბალშპორტი” 0:1(0:0)
ტურის დარჩენილ ორ შეხვედრაში დღეს ერთმანეთს შეხვდებიან:
„ბორუსია” დორტმუნდი – „ვოლფსბურგი”
„ბაიერრნი” – „მაინცი”
სატურნირო მდგომარეობა 13 ტურის შემდეგ:
„რასენბალშპორტი” 14 თ → 31 ქ
„ბაიერნი” 13 თ → 30 ქ
„ბაიერი” 14 თ → 28 ქ
„უნიონ ბერლინი” 14 თ → 24 ქ
„ბორუსია” დორტმუნდი 13 თ → 22 ქ