ბუნდესლიგაში, სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში სამი გუნდი მოექცა

ბუნდესლიგაში მე-3 ტურის 9-დან 7 შეხვედრა გაიმართა

ბაიერმა” და „ფრაიბურგმა” გასვლაზე მოიგეს შეხვედრები, „ბაიერნმა” კი სახლში მოიპოვა სამი ქულა და სამი ტურის შემდეგ სამივე მათგანს 7-7 ქულა აქვს.

ლიდერებს ქულით ჩამორჩება „ვოლფსბურგი”, რომელიც მესამე ტურის მატჩს ხვალ გამართავს

„ბორუსია” დორტმუნდი – „ჰოფენჰაიმი” 3:2(0:0)
„არმინია” – „აინტრახტი” 1:1(0:1)
„აუგსბურგი” – „ბაიერი: 1:4(1:2)
„კიოლნი” – „ბოხუმი” 2:1(0:0)
„მაინცი” – „გროიტერ ფიურტი” 3:0(2:0)
„შტუტგარტი” – „ფრაიბურგი” 2:3(1:3)
„ბაიერნი” – „ჰერტა” (6′ ტომას მიულერი1:0, 35′ რობერტ ლევანდოვსკი 2:0, 49′ ჯამალ მუსიალა 3:0, 70′ რობერტ ლევანდოვსკი 4:0, 84′ რობერტ ლევანდოვსკი 5:0)

რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის სამივე ტურის მატჩში შეძლო გოლის გატანა და მის ანგარიშზე უკვე 5 გოლია

ხვალ ითამაშებენ:

„უნიონ ბერლინი” – „ბორუსია” მენხენგლადბახი
„ვოლფსბურგი” – „რასენბალშპორტი”

3 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

„ბაიერი” – 7
„ბაიერნი” – 7
„ფრაიბურგი” – 7
„ბორუსია” დორტმუნდი – 6
„კიოლნი” – 6
„მაინცი” – 6
„ვოლფსბურგი” – 6 (2 თამაშიდან)

კომენტარები
იტვირთება...