ბუნდესლიგაში, პირველი წრის დასრულების შემდეგ „ბაიერნი” ლიდერობს

ბუნდესლიგაში, პირველის წრის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში მიუნხენის „ბაიერნი” მოექცა

პირველი წრის ბოლო ტურის მატჩში „ბაიერნმა” რობერტ ლევანდოვსკის მიერ მე-13 წუთზე პენალტიდან გატანილი გოლით აუგსბურგში გაიმარჯვა. მსაჯმა 73 წუთზე სტუმრების კარშიც დანიშნა პენალტი, მაგრამ მასპინძელთა ისლანდიელი თავდამსხმელის, ალფრედ ფინბოგასონის დარტყმული პენალტის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

„ბაიერნის” უახლოესმა მდევარმა „რასენბალშპორტმა” საკუთარ მინდორზე „უნიონ ბერლინი” შვედი ნახევამცველის, ემილ ფორსბეგის მიერ 70-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.

„შალკე” – „კიოლნი” 1:2(0:1)
„ჰერტა” – „ჰოფენჰაიმი” 0:3(0:1)
„ბაიერი” – „ბორუსია” დორტმუნდი 2:1(1:0)
„არმინია” – „შტუტგარტი” 3:0(1:0)
„აუგსბურგი” – „ბაიერნი” 0:1(0:1)
„მაინცი” – „ვოლფსბურგი” 0:2(0:0)
„რასენბალშპორტი” – „უნიონ ბერლინი” 1:0(0:0)
„ბორუსია” მენხენგლადბახი – „ვერდერი” 1:0(0:0)
„ფრაიბურგი” – „აინტრახტი” 2:2(1:1)

სატურნირო მდგომარეობა 17 ტურის შემდეგ:

„ბაიერნი” – 39
„რასენბალშპორტი” – 35
„ბაიერი” – 32
„ბორუსია” დორტმუნდი – 29
„ვოლფსბურგი” – 29
„უნიონ ბერლინი” – 28
„ბორუსია” მენხენგლადბახი – 28
„აინტრახტი” – 27
„ფრაიბურგი” – 24
„შრუტგარტი – 22
„ჰოფენჰაიმი” – 19
„აუგსბურგი” – 19
„ვერდერი” – 18
„ჰერტა” – 17
„არმინია” – 17
„კიოლნი” – 15
„მაინცი” – 5
„შალკე” – 5

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად