ბულგარეთში, თანხა, რომელიც იერუსალიმიდან ცეცხლის ჩასატანად უნდა გამოყოფილიყო, Covid-19-თან ბრძოლას მოხმარდება

ბულგარეთის მთავრობისა და ეკლესიის გადაწყვეტილებით, თანხა, რომელიც ქვეყანაში იერუსალიმიდან ცეცხლის ჩასატანად უნდა გამოყოფილიყო, Covid-19-თან ბრძოლას მოხმარდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბულგარეთის მთავრობამ გასცა ნებართვა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ აღდგომის დღესასწაულზე ტაძრები დახუროს, თუმცა, მისი თქმით, ზომები უმკაცრესი იქნება.

ამავდროულად, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ბზობის დღესასწაულზე არ დარიგდება პალმის რტოები, ბზა და ყვავილები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად