ბულგარეთში სამხედროებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი

ბულგარეთის სამხედრო პროკურატურამ ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში წაუყენა ბრალი. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ექვს პირს ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება და უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. მათ შორისაა ბულგარეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და ყოფილი სამხედრო ატაშე, რომელსაც პარლამენტის საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა.

ისინი ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში დააკავეს. ამჟამად პატიმრობაში ხუთი ადამიანი რჩება, ერთი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სამხედროების დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები
იტვირთება...