ბულგარეთში მომხდარ ორ ინციდენტს, სულ მცირე, 54 ადამიანი ემსხვერპლა

ბულგარეთში ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შემთხვევა აღმოსავლეთ ბულგარეთში მდებარე სოფელ როიაკში მოხდა. ხანდაზმულთა თავშესაფარში 58 ბენეფიციარი ცხოვრობდა.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი შენობის ხის სახურავს გაუჩნდა. აალების მიზეზი უცნობია.

კიდევ ერთი ტრაგიკული ინციდენტი ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამგზავრო ავტობუსს ჩრდილოეთ მაკედონიური სანომრე ნიშნები ჰქონდა და დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიიდან არიან.

კომენტარები
იტვირთება...