ბულგარეთმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის საზღვარი გახსნა

ბულგარეთმა გააუქმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. აკრძალვა მარტში დაინერგა ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

22 მაისიდან, ვინც რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევა, გაივლის 14-დღიან კარანტინს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სამედიცინო და სოციალურ მუშაკებზე, დიპლომატებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, სეზონურ მუშაკებზე, აგრეთვე ავტობუსის მძღოლებზე, რომლებიც საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს ახორციელებენ.

კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევები ბულგარეთში 8 მარტს დაფიქსირდა. 13 მარტიდან 14 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. ტურიზმის საქმიანობა შეჩერდა 17 მარტს, ხოლო 19 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის კირილ ანანიევის ბრძანებით, რესპუბლიკამ დახურა თავისი საზღვრები იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, სადაც დაფიქსირდა კორონავირუსის გავრცელება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 372-ს მიაღია. ეპიდემიის დაწყების დღიდან, გარდაიცვალა 125 ადამიანი და 769 გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ბულგარეთში საგანგებო ეპიდემიოლოგიური რეჟიმი მოქმედებს და დაწესებული შეზღუდვები თანდათანობით მოიხსნება. ქვეყანაში გაიხსნა რამდენიმე თეატრი, მუზეუმი, სავაჭრო ცენტრი, დაშვებულია ვარჯიში.

სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა, აგრეთვე აუცილებელია დამცავი სამედიცინო ნიღბების ტარება დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად