ბუკა პეტრიაშვილი: სასოწარკვეთილ ადამიანებს ჩვენი შეფასებებით ნუ გადავაქცევთ პოტენციურ „ჯოკერებად“

სასოწარკვეთილ ადამიანებს ჩვენი შეფასებებით ნუ გადავაქცევთ პოტენციურ “ჯოკერებად”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” პოლიტიკური მიმომხილველი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პეტრიაშვილი ამ ფორმით გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში პირის შეჭრას, რომლის შემდეგაც ბრალდებული ლევან ზურაბიშვილის დედისთვის Facebook მომხმარებლებმა ფულის შეგროვება დაიწყეს.
“რაც მე ნატო-ში გაწევრიანებაზე და ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობაზე დიპლომატიური თუ ინფორმატიული შეხვედრები და ლექციები მიტარებია! მისო-ში რომ წყლის პისოტლეტით შევიდე, ამას მერე ჩემი ადვოკატი ინფორმაციის გავრცელებას თუ დაარქმევს, რა გამოვა, “რეიზინგ ეუეარნეს”-ის პროექტის ფარგლებში შეიძლება მადლობაც მითხრან? ბევრი სასოწარკვეთილი ადამიანია ამ ქვეყნად და ნუ გადავაქცევთ ჩვენი შეფასებებით ამ ხალხს პოტენციურ “ჯოკერ”-ებად (კინოგმირს ვგულისხმობ ცხადია)!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, წერეთლის გამზირზე მდებარე “მიკრო ბიზნეს კაპიტალიში” ლევან ზურაბიშვილი შეიჭრა და მძევლად 19 ადამიანი აიყვანა. მას მიკროსაფინანსო ორგანიზააციისთვის ან პოლიციისთვის ფული არ მოუთხოვია.

შეგახსენებთ, ლევან ზურაბიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის დროს საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვას, წამლებზე ფასების გაძვირებას და ბანკების მიერ სესხზე მაღალი პროცენტის დაწესებას აპროტესტებდა. მან ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

პოლიციამ ლევან ზურაბიშვილი იმავე დღეს დააკავა და წინასწარი დაკავების იწოლიატორში გადაიყვანა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ  ეს პროტესტის ფორმა და პერფორმანსი იყო    და დაკავებულს ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეჭირა.

საქართველოს პროკურატურამ კი მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად