ბუკა პეტრიაშვილი: ივანიშვილი ალასანიას ჩამოცილებაზე მუშაობდა, მაგრამ მე უნდა მქონოდა აღქმა, რომ მასთან ყველაზე დაახლოებული ვიყავი 

“ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” თანაწამყვანმა და ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ყოფნის პერიოდი და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება გაიხსენა მისი და ირაკლი ალასანიას მიმართ.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი მიზანმიმართულად, პრაგმატული გათვლებით მუშაობდა და მასთან ძალიან ახლოს იყო, მაშინ როდესაც ირაკლი ალასანიას ჩამოცილებაზე მუშაობდა. პეტრიაშვილის თქმით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ განცდა ჰქონოდა და ამბიცია, რომ ყველაფრის მიუხედავად მასთან ყველაზე ახლოს იყო.

“ბევრისგან მსმენია, რომ ეს როგორ გააკეთე და შენ მას უყვარხარ. შენ ისე მოწონდი და შენ ისე უყვარდიო. მე ამას გამოვრიცხავ. მას ჩემთვის გულწრფელად აქვს ნათქვამი ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, რომ ჩემთვის სულ ერთი ხართ და ჩემთვის არანარი მნიშვნელობა არ აქვს – “ქართულ ოცნებაში” ხარ, “თავისუფალ დემოკრატებში” თუ დანარჩენ პარტიებში, ვინც აქ ხართ კოალიციაშიო. არავინ არ არის აქ ჩემი ანიო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გული მწყდება, არამედ რეალობა სწრაფად აღვიქვი, რომ ამას კონკრეტული მიზნისთვის აკეთებდა, რომ მეც ამით მოხიბლული ვყოფილიყავი და გადამწყვეტ კრიტიკულ მომენტში ემოქმედა.

ის სულ იმთავითვე მუშაობდა იმისთვის, რომ ალასანია ჩამოეცილებინა და სულ რამდენიმე კვირაში ვიცე-პრემიერობიდანაც გაათავისუფლა და თავდაცვის მინისტრობიდანაც უპირებდა მოხსნას. მე უნდა გამჩენოდა პირადი ბედნიერების და ამბიციის აღქმა, რომ მე ვარ მასთან ყველაზე დაახლოებული და მე უნდა მქონოდა განცდა, რომ გუნდი გუნდად და ჩემი ურთიერთობები ურთიერთობებად. ეს არის მისი მხრიდან ძალიან მიზანმიმართული და ძალიან პრაგმატული გათვლა”, – განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად