ბუკა პეტრიაშვილი გიგი უგულავას: ვერავინ დამწამებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდით მებადება ეს აზრი

ვერავინ დამწამებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდით მებადება ეს აზრი, – ასე უპასუხა “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” თანაწამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, რომელმაც მის დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეკითხვის პათოსია ის, როგორც ხელისუფლება ამუნათებს ჟურნალისტებს, რომ რატომ აშუქებთო.

მას გადაცემის თანაწამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა ასეთი კითხვით მიმართა – დაფიქსირებული მხარდაჭერა და მთელი დღის განმავლობაში იქ ყოფნა აუცილებელი იყო და სწორი იყო? პოლიტიკურად იყო ეს გადაწყვეტილება თუ რა მხრივ?

“აუცილებელი იყო. დაახლოებით ამ შეკითხვის პათოსში დევს ის, როგორც ხელისუფლება, რომ ჟურნალისტებს ამუნათებს, თქვენ რატომ აშუქებთ, თქვენ რატომ იძიებთო. ეს არის მათი მოვალეობა, ისევე როგორც მე ჩავთვალე ჩემს პოლიტიკურ და ადამიანურ მოვალეობად, რომ ვმდგარიყავი ქუჩაში, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ისევე როგორც ბევრი სხვა მოქალაქე და ერთგვარი მონტორინგი განგვეხორციელებინა. დიახ, ბევრი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლება შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ამის პოლიტიზირება მოახდინოს, ყველაფერი პროპაგანდისთვის წაიყვანოს და არა სიმართვისთვის. ამიტომ, ვთვლი, რომ აუცილებელია და ასეც ხდება ყველა ქვეყანაში. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც პოლიციელი გეუბნება გაიწეო, უნდა გაიწიო და არ უნდა შეეჩხირო, როგორც გაბედავა ეჩხირებოდა. მაგრამ, რატომ დგახარ აქ, ისეთ ხელისუფალს ებადება, რომელიც რაღაცის დამალვას ცდილობს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

რაზეც ბუკა პეტრიაშვილი ასე პასუხობს: “შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგიჩნდეთ ეგ აზრი, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს იმას, რომ ხელისუფლების პროპაგანდას ვცდილობ და ამ პათოსით მებადება ეს აზრი”.

გიგი უგულავამ კი უპასუხა, რომ ის ნარატივებზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად