ბუღაძე: ივანიშვილმა პირწმინდად მოუგო სააკაშვილს! ის კი უტვინობის გამო ამას ვერ იაზრებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირწმინდად მოუგო  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “შუა დღეში” განაცხადა. 

“ოპოზიციამ წააგო და არა რუსთავი 2-მა!  ოპოზიციას მოუგო ივანიშვილმა! სააკაშვილს მოუგო ივანიშვილმა! გაიაზროს ეს, რომ ვერ იაზრებს, მოუგო! უბრალოდ ჩვენ გავიჭყლიტეთ ახლა, თავისუფალი  საზოგადოება და სახელმწიფო. თორემ, პირწმინდად მოუგო სააკაშვილს, თავისი უტვინობის გამო და არარესპრესირებულობის გამო, მუდმივად მომენტის მოლოდინში რომ არის და ვერ მოვიდა ეს მომენტი, და რომ ვეღარ მიხვდა რომ უნდა გადაეწყოს და შეიცვალა ქვეყანა! სხვა თაობა მოვიდა, 10 წლის წინ სხვა თაობა იყო ის ბავშვი, ახლა არის 20 წლის ან 17 წლის…

ამათი შექნილია ეს ივანიშვილი, ამათი პარტნიორი იყო, აბა ვისი იყო? სააკაშვილის პროდუქტია ივანიშვილი! – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად