ბუღაძე: გიორგაძე აზიანებს ლიტერატურულ პროცესს და აფეთქებს მის მომავალს

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე , მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია, თუმცა როგორც მწერალი ლაშა ბუღაძე აცხადებს, ფესტივალის გახსნაზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი არ მივიდა.

მისი თქმით, მიუხედავად მაღალი რანგის სტუმრებისა, ღონისძიებაზე არ მინივიდა კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძეც.

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დღეს მოიქცა სრულიად უტვინოდ, არაფერი კულტურისა და განათლების ამათ არ სცხიათ. დღევანდელი ინციდენტი შეიძლება ითქვას იყო გარკვეული კულმინაცია იმ პროცესისა, რომელიც გრძელდება მთელი ეს პერიოდი.

მინისტრის მოადგილის ქცევა (მიხეილ გიორგაძე) გამოხატავს, იმ საოცარ ფობიას მწერლების მიმართ რაც მათ აქვთ, უბრალოდ ეშინიათ, ქართველი გამომცემლებისა და მწერლების, გაგვირბიან, მთელი ამ დღეების განმავლობაში, გვემალებიან . მას შემდეგ, რაც ვითომ და კეთილი მიზნებით სინამდვილეში კაცმა არ იცის რა ჩანაფიქრის ქვეშ გააერთიანეს, ფაქტობრივად გააუქმეს წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი.

ჩვენ გვინდა რომ დავსვათ კითხვები და გავიგოთ ლეგიტიმური პასუხები, თუ რატომ ცვლიან, რატომ იცვლება წარმატებული პროცესი და რატომ შედის ასეთ უცნაურ ჩიხში. იმ პირობებში როცა მათ არ აქვთ აშკარად წარმოდგენა რას აკეთებენ. როცა ჩვენ ველოდებით რომ სერიოზული , საქმიანი საუბრები დაიწყება მათთან, ისინი გაგვირბიან, გვემალებიან. კარგი, ჩვენ ავიტანთ შეურაცყოფას ბოლოს და ბოლოს სად გაგვექცევიან. როდესაც ჩამოსულები არიან მნიშვნელოვანი სტუმრები, ამ კავშირების თვალსაზრისით საქართველოსა და ევროპას შორის. დღეს ასეთი ბავშვური, ინფანტილური, თუმცა ბავშვსაც ვერ მივაყენებ ასეთ შეურაცყოფას, ასეთი უზრდელური საქციელს, რისი მოწმენიც გავხდით .

ჩვენ რა საკვირველი კერძოდ ამ ადამიანს, რომელიც შემჩნეულია რაღაცეების, მათ შორის კულტურის ძეგლების დაზიანებაში, ეს ადამიანი აზიანებს ლიტერატურულ პროცესს და აფეთქებს მის მომავალს. იმ პირობები როცა შესაძლებელია ქართული კულტურის დასავლეთში განვრცობის და პოპულარიზაციის კუთხით . ეს არის სამარცხვინო საქციელი რომელსაც პასუხი უნდა მოეკითხოს და ჩვენ მწერლები და გამომცემლები მას უნდობლობას ვუცხადებთ” – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად