ბუდესლიგა ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დაბრუნდა

გერმანიაში, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ბუდესლიგის მატჩები განახლდა

ტურის ცენტრალურ შეხვედრა დორტმუნდში, ‘სიგნალ იდუნა პარკის” 67 ათასიან სტადიონზე, რომელიც ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, უმაყურებლოდ ჩატარდა, სატურნირო ცხრილში მე-2 ადგლზე მყოფი “დორტმუნდი” დერბიში მე-6 ადგილზე მყოფ “შალკეს” შეხვდა.

შეხვედრა “დორტმუნდის’ აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათი დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა – 4:0(2:0)

პირველ ტაიმში ნორვეგიელმა ერლინ ჰოლანმა (29-ე წთ) და პორტუგალიელმა რაფაელ გერეირუმ (45-ე წთ)გაიტანეს გოლები, მეორე ტაიმში კი ბელგიელმა ტორგან აზარმა, ედენ აზარის ძმამ (48-ე წთ) და იმავე გერეირუმ (63-ე წთ).

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ლაიფციგში, სადაც ფავორიტის რანგში მყოფმა მასპინძლებმა “ფრაიბურგთან” შეხვედრა ყაიმით დაასრულეს. ლაიპციგელთა უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრის პირველ ნახევარში გოლის გატანა მათ გოლის გატანა ვერ შეძლეს. მეტიც, “ფრაიბურგის პირველივე დარტყმა მათ კარში შედეგიანი აღმოჩნდა. გოლი მანუელ გულდემ გაიტანა (35-ე წუთი).

შეხვედრის მე-2 ნახევარის 77-ე წუთზე “ლაიფციგის” კაპიტნის რანგში მოედანზე პირველად გამოსულმა დანიელმა იუსუფ პოულსენმა თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. მეტის გატანა მასპინძლებმა ვერ შეძლეს და “ფრაიბურგმა” ქულა წაიღო ლაიფციგიდან.

დღეს გამართულ კიდევ 4 შეხვედრაში ფორტუნა სტუმრების მხარეს აღმოჩნდა. მათ სამ შეხვედრასი მოიპოვეს გამარჯვება, ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულეს

“აუგსბურგი” – “ვოლფსბურგი” 1:2(0:1)
გოლები: რენატო შტეფენი (43′ 0:1), ტინ ედვაი (54′ 1:1), დანილ გინჩეკი (90′ 1:2)

“ფორტუნა” – “პადერბორნი” 0:0

“ჰოფენჰაიმი” – “ჰერტა” 0:3 (0:0)
გოლები: კევინ აკროგუმა (საკუთარ კარში, 58′ 0:1), ვედად იბიშევიჩი (68′ 0:2), მათეუს კუნია (74′ 0:3)

“აინტრახტი” – “ბორუსია” 1:3 (0:2)
გოლები: ალასან პლეა (1′ 0:1), მარკუს ტიურამი (7′ 0:2), რამი ბელებაინი (73′ პენალტი, 0:3), ანდრე სილვა (81′ 1:3)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად