ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე”, საფრანგეთმა უნგრეთთან წაიბორძიკა

ევრო 2020-ის F ჯგუფში მეორე ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა

ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე” უნგრეთის და საფრანგეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.
 
ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულმა საფრანგეთის ნაკრებმა ვერ შეძლო მასპინძელთა დამარცხება.
 
ანგარიში უნგრელებმა პირველის ნახევრის დამატებულ დროში, 45+2 წუთზე გახსნეს. გოლი ატილა ფიოლამ გაიტანა.
 
შეხვედრის 66-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა ანგარიში.
 
საფრანგეთი 2 თ → 4 ქ → ბურთების სხვაობა 2:1
პორტუგალია 1 თ → 3 ქ → ბურთების სხვაობა 3:0
უნგრეთი 2 თ → 1 ქ → ბურთების სხვაობა 1:4
გერმანია 1 თ → 0 ქ → ბურთების სხვაობა 0:1
 
დღეს პორტუგალია გერმანიას შეხვდება, ბოლო ტურში, 23 ივნისს კი საფრანგეთი პორტუგალიასთან, და უნგრეთი გერმანიასთან ითამაშებს.
კომენტარები
იტვირთება...