ბუდაპეშტში პროფესიონალ ჩოგბურთელთა 250-იანი სერიის ტურნირზე ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა

დღეს ბუდაპეშტში პროფესიონალ ჩოგბურთელთა 250-იანი სერიის ტურნირზე მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. 

ყველაზე ადრე ნახევარფინალში სერბი ფილიპ კრაინოვიჩი (N105) გავიდა. მან ორ სეტში სძლია (6:4, 7:5) ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ხორვატ ჩორიჩს (N15).

პიერ-ჰიუგ ჰერბერის (საფრანგეთი, N49) და უნგრელი ატილა ბალაშის (N246) შეხვედრაში უპირატესობა ფრანგის მხარეს იყო – 6:3, 6:4.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ხორვატ მარინ ჩილიჩთან (N11) გამარჯვების შემდეგ ურუგვაელი პაბლო კუევასი (N73) იტალიელ მატეო ბერეტინისთან დამარცხდა – 3:6, 6:1, 3:6.

ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ მეთხე და მეხუთ ნომრად განთესილები – ნიკოლოზ ბასილაშვილი (N17) და სერბი ლასლო დიორე (N33).

პირველ სეტში, ანგარიშზე 2:2, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი გეიმი დათმო და სერბი დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ოთხივე გეიმი ზედიზედ და სეტიც ბასილაშვილმა მოიგო – 6:3

მეორე სეტში ბასილაშვილმა ლასლო დიორეს გეიმის შემდეგ საკუთარი დათმო, მდევრის როლში მყოფმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ცერ შეძლო და ბოლოს კიდევ ერთხელ დათმო საკუთარი გეიმი და სეტი – 2:6

მესამე სეტში პირველი, მეტად დაძაბული გეიმის წაგების შემდეგ, ბასილაშვილმა საკუთარი, შემდეგ კი ისევ დიორეს გეიმი დათმო და მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – 0:3. ბასილაშვილმა გაიბრძოლა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი გეიმების მოგება შეძლო, წაგებული გეიმის უკან დაბრუნება კი, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშზე 3:5, სამჯერ ზედიზედ ჰქონდა შანსი მოგების, ვერ შეძლო, დამარცხდა, ტურნირს გამოეთიშა და მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...