ბუდაპეშტში ტურისტული გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

29 მაისს, ბუდაპეშტში მდინარე დუნაიზე გემების შეჯახებისას შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი M1 ავრცელებს.

მაშველებმა 58 კმ-ის დაშორებით სამხრეთ კორეელი ტურისტის ცხედარი იპოვეს.
გარდა ამისა, დაღუპული ქალის ცხედარიც აღმოაჩინეს.
თუმცა, სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებდა, რომელმაც 140 კილომეტრ საათს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მაგრამ მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილია, გემის კაპიტანი, რომელიც 29 მაისს ბუდაპეშტში ტურისტულ ნავს დაეჯახა, უკრაინელი იყო.

29 მაისს, გუშინ, ბუდაპეშტში, დუნაიზე, პარლამენტის შენობასთან, დუნაიზე, დაღამებულზე, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, ტრაგედია დატრიალდა.

ორგემბანიანი, 27 მეტრის სიგრძის, კატარღა “რუსალკა”, რომელზე 33 კორეელი ტურისტი და ორი ეკიპაჟის წევრი უნგრელი იმყოფებოდა, ხიდთან ახლოს მეორე, სასტუმრო “ვიკინგის” კუთვნილ კატარღასთან შეჯახების შედეგად გადაბრუნდა და ჩაიძირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად