ბუდაპეშტის გრან-პრიზე ბექა ღვინიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს (ვიდეო)

ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა გრან-პრიზე, დღეს მედლებისთვის 90-100 და +100 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოდნენ.

ქართველმა ძიუდოისტებმა გუშინ ტატო გრიგალაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროს მედალს დღეს ორი ბრინჯაო შემატეს და და 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ასპარეზობა

90 კგწონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა იპონით მოუგო ჯერ უზბეკ იახიო იმამოვს, შემდეგ კი იტალიელ მატეო მარგონჩინს, ვაზარით ვადიმ სინიავსკის, პულის ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესსთან კი იპონით დამარცხდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ბექამ ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი შებოჭა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ყაზახ ისლამ ბოზბაიევთან იპონით მოუგო.

+100 კგ წონაში ამავე წონაში გელა ზაალიშვილმა ვაზარით მოუგო იტალიელ დარკო ვინჩენცოს, იპონით სძლია რუს სოსლან ბოსტანოვს, პულის ფინალში სლოვენიელი ვიტო დრაგიცი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქედ იაპონელი კოკოგო კაგეურა ჰყავდა. იაპონელმა იპონით გაიმარჯვა და გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევი იპონით დაამარცხა.

ჩვენმა სხვა ძიუდოისტებმა დღეს ვადაზე ადრეს დაასრულეს ასპარეზობა

90კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა იპონით სძლია ჯერ პოლონელ პიოტ კუჩერას, შემდეგ კი შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იპონით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონთან, ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან და გამოეთიშა ასპარეზობას.

100კგ წონაში გიორგი ბერიაშვილმა ავსტრიელ აარონ ფარას სძლია, მაგრამ გამოცდილ ესტონელ გრიგორ მინასკინთან დამარცხდა და გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.

+100 კგ წონაში ბუღაძემ დომინიკანელ ჟოზე ნოვა ალკანტარას სძლია, უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევთან დამარცხდა და გამოეთიშა შეჯიბრებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...