ბუდაპეშტის გრან პრი: საქართველოს ნაკრები პირველ დღეს ოქროს მედლის გარეშე დარჩა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს გრან პრიმ, სადაც შეჯიბრების პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

60კგ წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილმა D პულის ფინალური შეხვედრა, რუს ალბერტ ოგუზოვთან დათმო და ბრინჯაოსთ მედლისთვის რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლი მეტოქე დაამარცხა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მოწინააღმდეგე ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იქნება. 

ამავე წონით კატეგორიაში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდება და სწორედ ორ ქართველს შორის გაირკვევა ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა. 

66კგ წონით კატეგორიაში თორნიკე ნაგლიაშვილმა ნეპალელი ბაჰადურ შრესთა  წუთსა და 32 წამში დაამარცხა იპონით, შემდეგ კი უფრო სწრაფად 52 წამში დამარცხა გამოცდილი პორტუგალიელი სერგეი ოლეინიკი (N19). მერვედფინალში, თორნიკე უკრაინელ ბოგდან იადოვს (N72) შეხვედა, ოქროს დროში, მაშინ როდესაც მას – ერთი, მის მეტოქეს კი ორი შიდო ჰქონდა, იპონით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბუდაპეშტის გრან პრიზე ასეთია:

-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ – თორნიკე ნაგლიაშვილი
-73კგ – ფრიდონ გიგანი
-81კგ – ზებედა რეხვიაშვილი
-90კგ – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

ბუდაპეშტის გრან პრი 12 აგვისტოს დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად