ბუბა კიკაბიძე: როგორც მარკ ტვენმა თქვა, ”ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია”

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე სოციალურ ქსელში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.

ბუბა კიკაბიძე მარკ ტვენის ცნობილ ფრაზას აქვეყნებს და წერს: „როგორც დიდმა მარკ ტვენმა თქვა, „ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია…“

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...