ბუბა კიკაბიძე: რატომ იმღერა რუსულადო, კითხულობენ – იმიტომ, რომ გაიგონ რა ლამაზი ქვეყანა გვაქვს

რატომ იმღერა რუსულადო, კითხულობენ – იმიტომ, რომ გაიგონ რა ლამაზი ქვეყანა გვაქვს, – ამის შესახებ “ძალა ერთობაშია”-ს სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ განაცხადა.

მან მის მიერ შესრულებულ რუსულ სიმღერასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გააკეთა.

“ჩემ ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან ამდენი ხალხი რომ არის და ახლა მირეკავენ, რომ რატო იმღერა ბუბა კიკაბიძემ ორი კუპლეტი რუსულადო. მე ვუთხარი, იმიტომ რომ გაიგონ, როგორი ლამაზი ქვეყანა გვყავს-მეთქი”, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ, რომელმაც “ძალა ერთობაშია”-ს აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჩართვაც გაახმოვანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად