ბსუ-ს სტუდენტის ადვოკატი: რა თქმა უნდა, Facebook-ის გატეხვის შესაძლებლობას უშვებს

“ის დეპუტატია ამვადროულად შესაძლებელია პოლიტიკური თავდასხმაც იყოს. პოლიტიკური პარტიების ინტერესებიც იყოს,ამიტომ არაფერი გამორიცხული არა არის და ჩევნ ამ ეტაპზე და დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიტყვით,” – ეს განცხადება 19 წლის სტუდენტის ადვიკატმა ეთიკის კომისიის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. ზაზა პაპიძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უშვებს შესაძლებლობას, რომ ლექტორს რომელსაც სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, შესაძლოა მართლაც გაუტეხეს სოციალური ქსელი. 19 წლის სტუდენტი სექსუალური შევიწროვებუს მტკიცებულებად ლექტორის მხრიდან უხამსი შეტყობინებებისა და ფოტოების გადმოგზავნას ასახელებს, რაც მათ შორის დაახლოებით ერთი კვირა გრძელდებოდა:

“მომართა მისი უფლებების დასაცავად და ვიცავ. სხდომის დახურვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით მოხდა. მისი ინტერესი იყო, რომ არ გასაჯაროვებულიყო ფაქტები, რომ ის არ გახდეს ბულინგის მსხვერპლი,თუნდაც მეგობრებში.ის არის მეორე კურსის სტუდენტი,სამომავლოდ მთელი ცხოვრება წინ აქვს, შესაბამისად არ უნდა,რომ გასაჯაროვდეს მისი პიროვნება და შესაბამისად ფაქტები. სწორედ ეს ემსახურება პერსონალური მონაცემებს,ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად ინტერესებს, მიუხედავად შედეგისა ის მაინც დაზარალებული დარჩებოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება,რაც კომისიამ დააკმაყოფილა, და სწორიც იყო. მე კონკრეტულ მტკიცებულებაზე არ მაქვს უფლება ვისაუბრო,რასაც ფიქრობდა თვითონ რა ეჭვებიც ჰქონდა შესაბამისად მიმართა საგამოძიებო ორგანოს და მიმდინარეობს გამოძიება. შექმნილი ეთიკის კომისია უნივერსიტეტში იყო ობიექტური, კითხვები იყო ლოგიკური, კომისის წევრად იყო ჩართული ფსიქოლოგი, სტუდენტი და ყველა დასმული კითხვა იყო საქმესთან შემხიბლობაში. რაც შეეხება სტრეს ის განიცდის ამ ფაქტს,რომ გასაჯაროვდა მედია საშუალებებით, ცხადია ფაქტსაც, რომ განხილვის საგანი გახდა მისი პირადი ცხოვრება.

მისი მოთხოვნა არის,რომ დადგინდეს ობიექტურად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და შესაბამისად იქნას პასუხისგებაში მიცემული. ის მომენტი, რომ ვიღაცამ ფეისბუქი შესაძლებელია გატეხა ამ ფაქტს რათქმაუნდა უშვებს. ის დეპუტატია ამვადროულად შესაძლებელია პოლიტიკური თავდასხმაც იყოს. პოლიტიკური პარტიების ინტერესებიც იყოს, ამიტომ არაფერი გამორიცხული არა არის და ჩევნ ამ ეტაპზე და დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიტყვით. პირად კონტაქტზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ფეისბუქ მიმოწერაზე,”-განაცხადს შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

დღეს ბათუმის სახელმეიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ გოგონას საჩივარზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელა. შეხვედრას თავად მომჩივანი და მისი ადვოკატიც ესწრებოდნენ. კომისიაში ასევე მონაწილეობენ, უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და მომჩივანის თანაკურსელები. სხდომის დახურვა თავად სტუდენტმა მისი პირადი ცხოვრების გასაჯაროვების თავიდან აცილების მიზნით მოითხოვა.

სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ლექტორი, რომელიც პარალელურად “ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს წევრია, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მიმოწერა მას არ ეკუთვნის, სოციალური ქსელი კი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გაუტეხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...