ბროდვეის თეატრში მხოლოდ ვაქცინირებული მაყურებლები დაიშვებიან

ბროდვეის თეატრში შესულ მაყურებელს აუცილებლად უნდა ეკეთოს დამცავი ნიღაბი და ამასთანავე წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამის შესახებ ნათქვამია ბროდვეის ლიგის პორტალზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასეთი ნორმები ოქტომბრის ბოლომდე იქნება ძალაში. სრულად ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ თავად ხელოვანებიც და თეატრის სხვა პერსონალიც. ყველა ამ ადამიანს ვაქცინაცია ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინით უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

გამონაკლისი დაიშვება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ვერ იკეთებენ კორონავირუსის ვაქცინას რელიგიური შეხედულებების ან სამედიცინო მიზეზების გამო. სექტემბერში იგეგმება შეზღუდვების გადახედვა და, თუ ამის შესაძლებლობა იარსებებს, მათი შემსუბუქება.

კომენტარები
იტვირთება...