ბრიუსელში ებრაულ მუზეუმზე 2014 წელს განხორციელებული თავდასხმისთვის, ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ბელგიის დედაქალაქის სასამართლომ წარმოშობით ალჟირელ საფრანგეთის მოქალაქე, მეჰდი ნემუშს ბრიუსელის ებრაულ მუზეუმზე 2014 წელს განხორციელებული თავდასხმისას ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ტელე-რადიოკომპანია RTBF იტყობინება.

როგორც RTBF-ი აღნიშნავს, სასამართლო პროცესი რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. განაჩენის გამოცხადებამდე მან ორი სიტყვა თქვა: “ცხოვრება გრძელდება”. ორშაბათს, 11 მარტს, პროკურატურამ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

ნემუშთან ერთად, სასამართლოს წინაშე მისი თანამზრახველი, ნასერ ბენდრერი წარდგა. მას თანამზრახველობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2014 წლის მაისში, ბრიუსელის ებრაულ მუზეუმზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, მეჰდი ნემუში ტერაქტის განხორციელებამდე სირიაში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოთა“ რიგებში იბრძოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...