British American Tobacco 2300 თანამშრომელს გაათავისუფლებს

2019 წლის იანვრამდე, British American Tobacco (BAT) 2,300 თანამშრომელს გაათავისუფლებს, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 4%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ BAT– ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მსოფლიოში სიდიდით მეორე თამბაქოს კომპანია პოზიციების დუბლირების თავიდან ასაცილებლად და დანაყოფების კონსოლიდაციის მიზნით, მენეჯერების 20%-ს შეამცირებს.
კომპანიამ შემცირებების შესახებ 5 თვის შემდეგ განაცხადა, რაც ჯეკ ბოულსი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ადრე ამ თანამდებობას ნიკანდრო დურანტე იკავებდა.

BAT-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაციის პროგრამა კომპანიის სამ სეგმენტში შემოსავალს გაზრდის, რომელიც თამბაქოს ალტერნატიულ მოხმარებასთანაა დაკავშირებული. ეს არის ელექტრონული სიგარეტი Vype და Vuse, ასევე მოწყობილობა Glo. ამ კატეგორიებში BAT- ის შემოსავლის მიზანია $ 6.2 მილიარდი 2023-2024 წლისთვის.
ელექტრონული სიგარეტის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანია სულ უფრო და უფრო მატულობს. თუმცა, აშშ-ს ხელისუფლება ქალაქში და ეროვნულ დონეზე მათი გაყიდვების კონტროლის გასაძლიერებლად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...