A1 ბანერი

British Airways-ის თვითმფრინავი გერმანიის დიუსელდორფის ნაცვლად შოტლანდიის ედინბურგში ჩაფრინდა

British Airways-ის თვითმფრინავი გერმანიის დიუსელდორფის ნაცვლად შოტლანდიის ედინბურგში ჩაფრინდა. ავიარეისმა არა მხოლოდ ქალაქები, ქვეყნებიც კი აურია.

მგზავრებმა ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც დასხდომის დროს ეკიპაჟმა გამოაცხადა: კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ედინბურგში!

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ მფრინავებს ფრენის არასწორი გეგმა მიაწოდეს. როგორც British Airways-ის პრესსამსახური იუწყება, შეცდომა უკვე გამოსწორებულია და მგზავრები დიუსელდორფში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...