British Airways-ის შემდეგ, კაიროში ფრენები ავიაკომპანია Lufthansa-მაც შეაჩერა

გერმანულმა ავიაკომპანიამ Lufthansa, 20 ივლისს, უსაფრთხოების მიზეზით, კაიროში ფრენები შეაჩერა.

„ვინაიდან უსაფრთხოება ავიაკომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია, Lufthansa-მ კაიროს მიმართულებით რეისები შეაჩერა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მირების კონკრეტული მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Lufthansa ფრენებს 21 ივლისს განაახლებს.

აქამდე, კაიროში ფრენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ავიაკომპანია British Airways-მაც მიიღო. კომპანიამ ფრენები 7 დღით შეაჩერა და ამის მიზეზად ეგვიპტის დედაქალაქის აეროპორტში უსაფრთხოების შეფასება დაასახელა. მომხდართან დაკავშირებით განმარტების თხოვნაზე, ბრიტანულ ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების საკითხებს არასდროს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...