ბრიტანულმა ვაქცინამ შეძლო კორონავირუსის ანტისხეულების გამომუშავება ხანდაზმულებში

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შემუშავებულმა კორონავირუსის ბრიტანულმა ვაქცინამ, ხანდაზმულებში ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვია, კვლევების მესამე ეტაპზე. ამის შესახებ Financial Times წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, კვლევაში ხანდაზმული მონაწილეების იმუნოლოგიური სისხლის ტესტის შედეგები იმეორებს 18-55 წლის მოქალაქეებისთვის ვაქცინის შეყვანის შემდეგ მიღებულ მონაცემებს.

“თუ მათ აქვთ მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინა ქმნის კარგ იმუნიტეტს 55+ ასაკობრივ ჯგუფში და რომ ვაქცინის გამოყენებას ასევე, თან ახლავს სხეულის კარგი რეაქცია ხანდაზმულ ადამიანებშიც, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს იმედისმომცემი ნიშანია”, – თქვა ნოთინგჰემის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორმა ჯონათან ბოლმა.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, წარმატებული იმუნოლოგიური გამოკვლევები არ იძლევა გარანტიას, რომ ვაქცინა საბოლოოდ უსაფრთხო და ეფექტური იქნება ხანდაზმულთათვის. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა ტესტის მონაცემები გაანალიზდება.

AstraZeneca-ს ვაქცინის საცდელი მესამე ეტაპი მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, იაპონიაში და მალე დაიწყება აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად