ბრიტანულ ვებპორტალებზე აჭარის შესახებ ბლოგები გამოქვეყნდება

აჭარის, როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების შესახებ ბრიტანულ ვებპორტალზე ბლოგები გამოქვეყნდება.

SoEdited.com-ისა და flushthefashion.com-ის ბლოგერმა, მწერალმა სარა დარლინგმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით შემოდგომის ბოლოს იმოგზაურა. თბილისის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტმა რამდენიმე დღე ბათუმში გაატარა და ქალაქთან ერთად მთიანი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები მოინახულა. ბლოგში, რომელიც მკითხველს ახალ ტურისტულ ადგილებსა და თავგადასავლებს შესთავაზებს, ადგილი ქართველ დიზაინერებსაც დაეთმობა.

მიმდინარე წელს, აჭარის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით ტურიზმის დეპარტამენტმა 300-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა. რაც შეეხება ბრიტანეთს, ის რეგიონისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ტელე-ონლაინ რეკლამით ხორციელდება. გარდა ამისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ყოველწლიურად ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად