ბრიტანეთში, სუპერმარკეტების ქსელი რასიზმში დაადანაშაულეს

დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტების ქსელი, რომელმაც სააღდგომოდ შოკოლადის იხვები გამოუშვა, რასიზმში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Sky News- ი იუწყება.

შოკოლადი, რომელსაც იხვის ფორმა აქვს, მაღაზია Waitrose-ის თაროებზე გამოჩნდა. შოკოლადი სამი სახეობისაა: თეთრი, რძიანი და მუქი შოკოლადის. გარდა ამისა, თითოეული იხვის ჭუკს თავისი “სახელი” აქვს. მაგალითად, თეთრი შოკოლადის იხვის ჭუკს “ფუმფულა” უწოდეს, რძისგან დამზადებულს- „ხრაშუნა” და მუქს – “მახინჯი”.
ფაქტმა ზოგიერთი მყიდველი გააღიზიანა. სოციალურ ქსელებში სუპერმარკეტების ქსელი რასიზმში დაადანაშაულეს. აფროამერიკელებმა მიიჩნიეს, რომ მწარმოებელმა მას მახინჯი უწოდა.
როგორც მედია იუწყება, ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელმა აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ის ვინმეს შეურაცხყოფას არ აპირებდა. მათ პირობა დადეს, რომ პროდუქტის შეფუთვას შეცვლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად