ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში 39 ადამიანის ცხედრის პოვნის საქმეზე კიდევ ერთ პირს წაუყენეს ბრალი

დიდ ბრიტანეთში 39 ვიეტნამელის ცხედრის პოვნის შემდეგ, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ადამიანს წაუყენეს ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ესექსის საგრაფოს პოლიცია ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ ის ჩრდილოეთ ირლანდიელი, 23 წლის კრისტოფერ კენედია. მას ბრალად ედება შეთქმულება, რომლის მიზანი  ექსპლუატაციის მიზნით, ხალხის გადაყვანა და უკანონო იმიგრაციაში დახმარება იყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კენედი 22 ნოემბერს, ქალაქ ბექონფილდში, ლონდონის მახლობლად დააკავეს. ის სასამართლოს წინაშე 25 ნოემბერს წარდგება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა კიდევ სამი ადამიანი დააკავეს: 38 წლის მამაკაცი და ქალი, ასევე 48 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ ირლანდიიდან. ყველა მათგანი ადამიანების არალეგალურ გადაყვანასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამჟამად ისინი პატიმრობაში იმყოფებიან.

ამა წლის 23 ოქტომბერს, პოლიციამ ინდუსტრიულ პარკთან, სატვირთო ავტომობილში 39 ადამიანის ცხედარი იპოვა. თავდაპირველად პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. თუმცა, მოგვიანებით, დადასტურდა, რომ ყველა მათგანი ვიეტნამელია.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად