ბრიტანეთში როულინგის წიგნი-პიესის “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” გაყიდვა დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ჯოან როულინგის წიგნი-პიესის "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" გაყიდვა დაიწყო.

ჯოან როულინგი ინგლისელი მწერალია, რომელიც ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი ცნობილი წიგნების სერიის ავტორია. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა "ფორბსმა" მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით მილიარდი დოლარი იშოვა.

2007 წლის "სანდი თაიმსის მდიდართა ჩამონათვალში" მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის.

დღესდღეობით ჰარი პოტერი ეგრეთ წოდებული "გლობალური ბრენდია", რომელიც 15 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. წიგნების სერიები 65 ენაზეა ნათარგმნი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...