ბრიტანეთში, მკაცრი კარანტინი 2 დეკემბერს მოიხსნება, თუმცა 6 კაცზე მეტის შეკრება ისევ აკრძალული იქნება

როგორც ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, მოქმედი მკაცრი კარანტინი 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გაგრძელდება, თუმცა, ამოქმედდება სამფაზიანი შეზღუდვები.

ადამიანებს შეეძლებათ საცხოვრებელი სახლის ნებართვის გარეშე დატოვება, თუმცა, 6 კაცზე მეტის შეკრება ისევ აკრძალული იქნება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებს და გაიხსნება სალონები. თუმცა, როგორც ჯონსონი აცხადებს, ეს ყველაფერი ჯერჯერობით პირობითია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზეე, თუ რა რჩევებს გასცემენ ეპიდემიოლოგები.

“წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება, წინ ჯერ კიდევ რთული ზამთარი გველის და გაზაფხულამდე დიდი დროა” – განაცხადა ბორის ჯონსონმა. და გრძელი გზა გაზაფხულამდე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად