ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე დასასწრებად სააგენტო Sputnik-ს აკრედიტაცია არ მისცეს

მოსკოვი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ახალი ამბების სააგენტო Sputnik– ისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმას სიმეტრიულად უპასუხებს. სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

”ბრიტანულ მედიასთან მიმართებით სიმეტრიულ ზომებს მივიღებთ”,- აცხადებენ სააგენტოში.

კონსერვატიული პარტიის ყოველწლიური კონფერენცია შაბათს, 29 სექტემბერს გაიხსნა. სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტებმა კრედიტაციის შესახებ განცხადება კონგრესის დაწყებამდე ერთი თვით ადრე შეიტანეს, მაგრამ მათ ორგანიზატორების მიერ პასუხი დაგვიანებით, 28 სექტემბერს მიიღეს.

საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ ჟურნალისტებს აკრედიტაციაზე უარი უთხრეს, მაგრამ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზები, უცნობია.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, სექტემბრის დასაწყისში Sputnik- ის ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის ანალოგიურ კონფერენციაზე აკრედიტაცია ჰქონდათ.

Sputnik-ი მედიაჰოლდინგ Russia Today-ის  ნაწილია, სააგენტოს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანია. იგი ასევე ჰოლდინგის, ასევე ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად