ბრიტანეთში, იანვრის შემდეგ, ყველაზე დიდი დღიური COVID-მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 28,773 შემთხვევა დაფიქსირდა, 37 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

ეს არის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 29 იანვრის შემდეგ, როდესაც ექიმებმა კორონავირუსის 29,079 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

ამ ფონზე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ 16 აგვისტოდან მათ, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა, აღარ დასჭირდება იზოლაცია იმ ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ, ვისაც COVID-19 დაადასტურა.

საერთო ჯამში, 67,8-მილიონიან ბრიტანეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 45,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო 33,8 მილიონზე მეტი ადამიანი სრულად არის აცრილი.

კომენტარები
იტვირთება...