ბრიტანეთში, “ჰარი პოტერის” 40,000 ევროს ღირებულების იშვიათი გამოცემა მოიპარეს

ბრიტანეთის ქალაქ ტეტფორდიდან ჯოან როულინგის წიგნის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" პირველი გამოცემა მოიპარეს, რომლის ღირებულება დაახლოებით 40 ათასი ევროა,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვა 8- 9 იანვარს მოხდა.

დაკარგულია 12 იშვიათი წიგნი, მათ შორის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის „ჰობიტის“ პირველი გამოცემა, ალან ალექსანდრა მილნას ზღაპრის „ვინი პუჰის“ პირველი ოთხი გამოცემა და ტერი პრატჩეტის Colour of Magic-ის პირველი გამოცემა.

პოლიციამ საზოგადოებას, განსაკუთრებით წიგნის დილერებს და სპეციალიზებული მაღაზიების თანამშრომლებს მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოცემების გაყიდვას შესთავაზებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...