ბრიტანეთში, დაწესებული საკარანტინო ზომების წინააღმდეგ გამართული აქციის ფარგლებში 32 ადამიანი დააკავეს

32 ადამიანი დააკავეს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში გამართული საპროტესტო ქციის ფარგლებში. აქციაზე მონაწილეები ახალ საკარანტინო წესებსა და ვაქცინაციას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ლონდონის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“განხორციელდა 32 დაკავება, რაც მოიცავდა ძალადობრივ არეულობებს, საზოგადოებრივ არეულობას, თავდასხმებს საგანგებო სიტუაციების მუშაკებზე და საკარანტინე წესების დარღვევას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრაფალგარის მოედანზე გამოსულმა ადამიანებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს, რომლებმაც ხალხის დარბევა სცადეს.

ინგლისში ამ ეტაპზე აკრძალულია მასობრივი შეკრებები, გადაცემის რისკის შესამცირების გამო.

დემონსტრანტებმა შექმნეს ჯაჭვი, რის გამოც პოლიციას ძალიან გაუჭირდა მათი დაშლა და დაკავება. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსი სიცრუეა, რომ 5G მობილური ქსელები ვირუსის ნამდვილი გამავრცელებელია და სხვა.

აგვისტოს ბოლოს, სხვადასხვა შეფასებით, ლონდონის ცენტრში რამდენიმე ასეულიდან 10 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსგავს საპროტესტო აქციებში. დაკავებულთა შორის იყო ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერის ჯერემი კორბინის უფროსი ძმა – პირს კორბინი. მოგვიანებით იგი დააჯარიმეს 10,000 ფუნტი სტერლინგით (13 000 აშშ დოლარი) საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად