ბრიტანეთმა რუსეთში წყალქვეშა აპარატების მიწოდება აკრძალა

ბრიტანეთმა რუსეთში წყალქვეშა აპარატების მიწოდება აკრძალა. ამის შესახებ ბრიტანეთის ექსპორტის კონტროლის ორგანომ განაცხადა.

აკრძალვა ძალაში 14 აგვისტოს შევიდა. შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელზე დაწესდა და ის გავლენას ახდენს როგორც მზა პროდუქციაზე, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფაზე ან ტექნოლოგიის გადაცემაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საექსპორტო განაცხადი თითოეულ, ინდივიდუალურ შემთხვევაში საგულდაგულოდ იქნება შესწავლილი.

დამატებითი ზომების ამოქმედების მიზეზი ისაა, რომ ”რუსეთი გარკვეულ შესაძლებლობებს ავითარებს, მათ შორის აქვს წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების გაკონტროლების და დაზიანების შესაძლებლობა”.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აკრძალვას დაექვემდებარა წყალქვეშა ხედვისა და საკომუნიკაციო სისტემები, აკუსტიკური და განათების სისტემები, ასევე ძრავები მანქანებისთვის.
ივნისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ქვეყნებს შორის ურთიერთობები გასული წლის მარტიდან გაუარესდა, როდესაც რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია სოლსბერში მოწამლეს. მომხდარში ლონდონმა რუსეთის მაღალი რანგის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა. მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად