ბრიტანეთმა ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებისთვის თანხა გამოყო

ბრიტანეთის მთავრობამ ევროპარლამენტის 2019 წლის არჩენებისთვის საარჩევნო კომისიას თანხა გამოუყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს სრულად იმავე წლის მარტში დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბრიტანეთის საარჩევნო კომისიას £ 829 ათასი ($ 1, 1 მლნ.) გადაეცა, რომელიც ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული. არჩევნები 2019 წლის მაისის ბოლოს გაიმართება. ორი თვის შემდეგ ბრიტანეთი ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ეს თანხები "პრევენციული ზომისაა".
2016 წელს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართა. ევროკავშირიდან გასვლას მოსახლეობის 51.9% -მა დაუჭირა მხარი. 2017 წელს ლონდონსა და ბრიუსელს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. 2018 წლის მარტში, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი "გარდამავალი პერიოდის" ხანგრძლივობაზე შეთანხმდნენ. ეს 21 თვე გაგრძელდება: 2019 წლის 30 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად